მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საგანმანათლებლო კომპლექსია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც კამპუსზე ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს. უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში სამგზავრო ლიფტების დამონტაჟებას უზრუნველყოფს საქართველოს ლიფტების კომპანია/GLC. კორპუსის არქიტექტურა და დიზაინი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. შიდა ინტერიერის ვიზუალურ ხაზს აგრძელებს ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჯებული იაპონური ბრენდი „AOYOMA ELEVATOR”-ის ლიფტები, რომელიც კონცეპტუალურად შეირჩა აღნიშნული სივრცისთვის
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
live242023-02-13T02:52:46+00:00ლიფტს ხშირად ადარებენ თვითმფრინავს...ორივე მათგანი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი მექანიზმებით და პროფესიონალური ტექ-მომსახურების პირობებში მათი ჩამოვარდნის ალბათობა ნულის ტოლია. სიმბოლურია, რომ ქუთაისის აეროპორტის შენობაში, სადაც უსაფრთხოება N1 ამოცანაა, ლიფტების მონტაჟი სწორედ საქართველოს ლიფტების კომპანიამ განახორციელა. აეროპორტს ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შეუძლია და ყოველდღიურად ეს რიცხვი შესაძლოა ათჯერ გაიზრდოს ფრენების ინტენსივობის მიხედვით. სანამ მგზავრები თვითმფრინავის სალონში საკუთარ
პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი
live242023-02-13T02:47:08+00:00პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისი პირველი მწვანე ნაგებობაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო EDGE სტანდარტის სერთიფიკატი ნაგებობაში რესურსების ეფექტური გამოყენებისთვის მოიპოვა, რაც ნიშნავს 20%-ით ნაკლებ ენერგიის, წყლის და მასალებში მატერიალიზებულ რესურსების ხარჯვას. საქართველოს ლიფტების კომპანიამ გააგრძელა აღნიშნული არქიტექტურული ხაზი და პროკრედიტ ბანკის დაკვეთით, შენობაში დაამონტაჟა გერმანული ბრენდი ThyssenKrupp-ის პანორამული ლიფტი (ორი კაბინა), რომელიც 2013 წლიდან სრული დატვირთვით ემსახურება
მეტროს სადგური – სახელმწიფო უნივერსიტეტი
live242023-03-14T14:08:01+00:00მეტროს სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში 23 -ე მეტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. მეტრო საბოლოოდ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ესპანურმა კომპანია - COBRA ASSIGNIA-მა განახორციელა, ხოლო ამწე სამგზავრო საშუალებების, ესკალატორების მონტაჟი საქართველოს ლიფტების კომპანიამ შეასრულა. მოქალაქეებს ემსახურება სამი ესკალატორი, რომელითაც ყოველდღე, საშუალოდ 15 000 მგზავრი სარგებლობს.
თბილისის საკრებულო
live242023-04-13T15:33:53+00:00თბილისის საკრებულოს შენობა უნიკალურია თავისი შიდა და გარე არქიტექტურით. დახვეწილი გარემო ნებისმიერი ვიზიტორისა თუ თანამშრომლისთვის ინფრასტრუქტურულად მოსახერხებელი და კომფორტულია. საქართველოს ლიფტების კომპანიამ ისტორიულ შენობაში დაამონტაჟა შშმ პირების ლიფტი და მობილური შშმ პლატფორმა, რომელიც ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს.
ისთ ფოინთი
live242023-03-14T14:10:23+00:00ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც საქართველოს ლიფტების კომპანიამ შეასრულა. 2015 წელს, ერთი წლის განმავლობაში სავაჭრო ცენტრში დაპროექტდა და გამონტაჟდა 35 ერთეული დანადგარი, მათშორის 17 ლიფტი და 18 ესკალატორი. ისთ ფოინთი ყველაზე გრანდიოზული, თანამოდროვე სავაჭრო – გასართობი ცენტრია რეგიონში, რომელიც არ ტოვებს გულგრილს არც ერთი ასაკის და გემოვნების ვიზიტორს. ისთ ფოინთს ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სტუმრობს.
ჟინვალჰესის წყალგამტარი გვირაბი
live242023-04-13T15:45:13+00:00საქართველოს ლიფტების კომპანიამ შეასრულა ერთ -ერთი ურთულესი პროექტი, რომელიც გულისხმობდა ჟინავალის ჰიდროელექტროსადგურის 72მ სიღრმის წყალგამტარი გვირაბის შახტაში სპეციალიზირებული სამგზავრო/სატვირთო ლიფტის მონტაჟს. წარმატებულად დასრულებულმა პროექტმა საშუალება მისცა შეუფერხებლად ეწარმოებინათ სამშენებლო სამუშაოები. გვირაბში გამომუშავებული ელექტროენერგიის წარმადობა 130,000 კვტ-ია. აღსანიშნავია, რომ ჟინვალის წყალსაცავი თბილისის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს ამარაგებს სასმელი წყლით.