მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საგანმანათლებლო კომპლექსია,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც  კამპუსზე ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს.

უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში სამგზავრო ლიფტების დამონტაჟებას უზრუნველყოფს საქართველოს ლიფტების კომპანია/GLC.

კორპუსის არქიტექტურა და დიზაინი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. შიდა ინტერიერის ვიზუალურ ხაზს აგრძელებს ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჯებული იაპონური ბრენდი „AOYOMA ELEVATOR”-ის ლიფტები, რომელიც კონცეპტუალურად შეირჩა აღნიშნული სივრცისთვის დიზაინის, თავსებადობის და ფუნქციის გათვალისწინებით.

საქართველოს ლიფტების კომპანია/GLC თანმიმდევრულად მუშაობს კომპლექსის სამგზავრო საშუალებებით სრულად აღჭურვისთვის.