მეტროს სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში 23 -ე მეტრო სადგურია, რომლის მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.  მეტრო საბოლოოდ, 2017 წლის ოქტომბრის თვეში გაიხსნა.

ინფრასტრუქტურული  სამუშაოები ესპანურმა კომპანია – COBRA ASSIGNIA-მა განახორციელა, ხოლო ამწე სამგზავრო საშუალებების, ესკალატორების მონტაჟი საქართველოს ლიფტების კომპანიამ შეასრულა.

მოქალაქეებს ემსახურება სამი ესკალატორი, რომელითაც ყოველდღე, საშუალოდ 15 000 მგზავრი სარგებლობს.