ლიფტს ხშირად ადარებენ თვითმფრინავს…ორივე მათგანი აღჭურვილია უსაფრთხოების უმაღლესი მექანიზმებით და პროფესიონალური ტექ-მომსახურების პირობებში მათი ჩამოვარდნის ალბათობა ნულის ტოლია.

სიმბოლურია, რომ ქუთაისის აეროპორტის შენობაში, სადაც უსაფრთხოება N1 ამოცანაა, ლიფტების მონტაჟი სწორედ საქართველოს ლიფტების კომპანიამ განახორციელა.

აეროპორტს ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შეუძლია და ყოველდღიურად ეს რიცხვი შესაძლოა ათჯერ გაიზრდოს ფრენების ინტენსივობის მიხედვით.

სანამ მგზავრები თვითმფრინავის სალონში საკუთარ ადგილს დაიკავებენ, შენობის შიდა სივრცეში მათ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას საქართველოს ლიფტების კომპანიის მიერ დამონტაჟებული ლიფტები (გერმანული ბრენდი -WITTUR; ამწეობა 1000 კგ) და ესკალატორი (იაპონური ბრენდი- AOYAMA) უზრუნველყოფს.