მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საგანმანათლებლო კომპლექსია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთადერთია ქვეყანაში, რომელიც კამპუსზე ცხოვრების შესაძლებლობას სთავაზობს სტუდენტებს.
უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში სამგზავრო ლიფტების დამონტაჟებას უზრუნველყოფს საქართველოს ლიფტების კომპანია/GLC.
კორპუსის არქიტექტურა და დიზაინი თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. შიდა ინტერიერის ვიზუალურ ხაზს აგრძელებს ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჯებული იაპონური ბრენდი „AOYOMA ELEVATOR”-ის ლიფტები, რომელიც კონცეპტუალურად შეირჩა აღნიშნული სივრცისთვის დიზაინის, თავსებადობის და ფუნქციის გათვალისწინებით.
საქართველოს ლიფტების კომპანია/GLC თანმიმდევრულად მუშაობს კომპლექსის სამგზავრო საშუალებებით სრულად აღჭურვისთვის.