საქართველოს ლიფტების კომპანია 2008 წლიდან ახორციელებს ლიფტების და ამწე-მექანიზმების იმპორტს და მონტაჟს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. დაარსებიდან დღემდე, შესრულებული გვაქვს ასობით სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის პროექტი. კომპანიის პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს ტექნიკური პერსონალის და მენეჯმენტის მუდმივი გადამზადება ბრენდი პარტნიორების ბაზაზე, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე.
კომპანიას აქვს რესურსი შეასრულოს ნებისმიერი სირთულის პროექტი.
მომხმარებელს ვთავაზობთ დანადგარების ფართო სპექტრს: ფასების სხვადასხვა კატეგორიებს, ეკონომიურიდან ექსკლუზიური დანადგარების ჩათვლით. მრავალფეროვანი შესაძლებლობები პარტნიორ მომწოდებელ კომპანიებთან ხანგრძლივი და ხარისხიანი თანამშრომლობის შედეგია, რაც ჩვენი მომხმარებლების დადებითი უკუკავშირით განისაზღვრება
სერთიფიკატები
ISO 9001:2008
სერთიფიცირება არეგულირებს კომპანიის მენეჯმენტს, რაც გულისხმობს მართვის სისტემის გამართულ და ხარისხიან მუშაობას.
EN/13015:/2001+A1:2008
სერთიფიცირება განსაზღვრავს იმ ღონისძიებებს, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია დანადგარების უსაფრთხოდ და ეფექტურად ექსპლუატაციისათვის.
95/16/EC Module H
სერთიფიცირება არეგულირებს დანადგარების მონტაჟის და პროექტირების სტანდარტებთან შესაბამისობას.
AOYAMA Elevator – თან პარტნიორობის სერთიფიკატი
TK Elevator- თან პარტნიორობის სერთიფიკატი
Wittur-თან პარტნიორობის სერტიფიკატი
პროექტების მართვა
GLC-ის გუნდთან თანამშრომლობა კომფორტულია