TKEelevator (Thyssenkrupp)

„ინჟინერია, რომელიც ამოძრავებს სამყაროს“

TK Elevator – მსოფლიო ლიდერი ლიფტების და ამწე მექანიზმების ინჟინერიაში.  საქართველოს ლიფტების კომპანია 2010 წლიდან გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის მსოფლიო  დონის ინოვაციურ ტექნოლოგიებს და საინჟინრო გადაწყვეტებს.

TK Elevator – კომპანია, რომელმაც რევოლუცია მოახდინა თანამედროვე ინჟინერიაში, შეცვალა  ლიფტის მოძრაობის ტრაექტორია, შესაძლებელი გახადა ერთ შახტაში რამდენიმე დანადგარის პარალელური გადაადგილება. TK Elevator  წარმოდგენილია მსოფლიოს 100 -ზე მეტ ქვეყანაში, ასაქმებს 50 000 ადამიანს და მისი გაყიდვები შეადგენს 8-10 მლრდ ევროს წლიურად.

Wittur

გერმანული ხარისხი 1968 წლიდან… მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ამწე მექანიზმების და ლიფტის ნაწილების სრულ ასორტიმენტს. WITTUR საწარმოო პროცესს ახორციელებს მსოფლიოს 13 ქვეყანაში, მართავს 7 გლობალურ ტექნოლოგიურ ცენტრს, დაპატენტებული აქვს 126 უნიკალური გამოგონება და ასაქმებს  4700 ადამიანს.   2021 წელს კომპანიის გაყიდვებმა 835 მლნ ევრო შეადგინა. წარმოდგენილია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, როგორც დახვეწილი ინოვაციური ტექნოლოგიის მწარმოებელი, რომელსაც საკუთარი გემოვნებიანი მომხმარებელი ყავს.

საქართველოს ლიფტების კომპანია წლების განმავლობაში  თანამშრომლობს Wittur-თან, შესრულებული აქვს ათობით შეკვეთა ბრენდის წარმოებული პროდუქციით. დამონტაჟებულმა დანადგარებმა წარმატებით გაიარეს ექსპლუატაციის ტესტი.  მომხმარებელი, რომელმაც აირჩია Wittur,  გრძნობს გერმანულ ხარისხს და მგზავრობის კომფორტს .

Aoyama

AOYAMA ELEVATOR GLOBAL LTD იაპონური ბრენდია, რომელიც აპროექტებს და აწარმოებს ლიფტებს, ესკალატორებს, მოძრავ ბილიკებს და დანადგარების ნაწილებს. სტანდარტულ დანადგარს ირჩევთ თუ ექსკლუზიურს – შესაძლებლობები უსაზღვროა…

ბრენდის პროდუქციის ყიდვისას იღებთ იაპონურ ხარისხს, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიას, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტს ახალ ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისობით, უსაფრთხოების და დაცულობის გარანტიას, ტექნიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას .

იაპონელ ბრენდთან ექსკლუზიური პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს მაღალი ხარისხის პროდუქციაზე მომხმარებელს ხელმისაწვდომი ფასები შევთავაზოთ.

Fermator

Fermator Group არის ლიფტების ავტომატური კარების (მონო პროდუქტი) წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. Fermator  ქმნის ყველა ტიპის და დიზაინის კარს მსოფლიო ლიფტის მწარმოებელი ბრენდებისთვის უმაღლესი სტანდარტების დაცვით. Fermator-ის მიერ წარმოებული ავტომატური კარები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; EN 81-20/50, ASME A17.1, GB 7588;  ცეცხლგამძლეობა: EN 81-58 და UL 10B

სათაო ოფისი მდებარეობს ესპანეთში, საწარმოები გადანაწილებულია საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, საბერძნეთში, ინდოეთში, ჩინეთსა და ბრაზილიაში.

Montanari

იტალიური ბრენდი, რომელიც ოჯახური ბიზნესით დაიწყო,  40 წელია ევროპის ბაზარზე წამყვანი ადგილი უჭირავს ლიფტის ურედუქტორო და რედუქტორიანი ძრავების, უსაფრთხოების კომპონენტების და აქსესუარების წარმოებაში.

Alberto Sassi

ALBERTO SASSI S.p.A იტალიური ბრენდია 1946 წელს დააარსა ალბერტო სასიმ და დღემდე მისი ოჯახის საკუთრებაა. კომპანია აწარმოებს  ლიფტის გადაცემათა კოლოფებს , ძრავებს, სტანდარტულ და მოდერირებულ ჩარჩოებს, რომელიც განსაკუთრებული ხარისხით და მდგრადობით გამოირჩევა.

OZINAN

OZINAN Elevator Industry Contracting and Trade Limited Company დაარსდა 1979 წელს სეიფეტინ ოზინანის მიერ. კომპანია გამოირჩევა ბრენდული დიზაინით, აწარმოებს ლიფტის კარებს, კაბინებს, ღილაკებს, ძრავებს და სხვა სპეციფიკურ კომპონენტებს.

საქართველოს ლიფტების კომპანია აქტიურად თანამშრომლობს თურქულ ბრენდთან ბიუჯეტური შეკვეთების დროს.

XIZI Parking

XIZI Parking – მა  ბიზნესი 1995 წლიდან დაიწყო. XIZI United Holdings Limited-ის ბიზნესის განვითარების ფილოსოფია გამოიხატება სლოგანში – “თანამშრომლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკურენცია”,

როგორც ინტელექტუალური პარკირების  წამყვანი საწარმო ჩინეთში, კომპანია მრავალი წლის განმავლობაში ბაზარზე პირველ ადგილზეა პარკირების სისტემების წარმოებით. მან მოაგვარა პარკირების პრობლემა 150-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ქალაქში, შეიქმნა 500 000-მდე ავტომობილის პარკინგის ადგილი ჩინეთში. მისი პროდუქტები ექსპორტირებულია სინგაპურში, ტაილანდში, მალაიზიაში, ვიეტნამში, მიანმარში, რუსეთში, საბერძნეთში, ახლო აღმოსავლეთში, იაპონიაში, შეერთებულ შტატებში და სხვა.

AKE Asansor

თურქული ბრენდია, რომელმაც 1995 წელს დაიწყო საქმიანობა ბაზარზე. ინდუსტრია განთავსებულია ანტალიაში, წარმომადგენლობითი ოფისები მდგებარეობს სტამბულსა და კიოლნში. კომპანია გამორჩეულია, როგორც შშმ პირების ლიფტებისა და ამწემექანიზმების მწარმოებელი თურქეთში. AKE Asansor -ის წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები არიან ევროპა, რუსეთი, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.

Ilalift

აწარმოებს ლიფტებს, ესკალატორებს , ტრავოლატორებს და დანადგარების კომპონენტებს. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რომელთა ტექნიკურ კომპონენტებს  საკუთარი  წარმოებაში იყენებს (ძრავი, ელექტრო სისტემები). ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით გამოირჩევა თურქულ ბაზარზე.

MP Lifts

ესპანური ბრენდია, ქმნის ენერგო-ეფექტურ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ევრორეგულაციების გათვალისწინებით. 3 ათეული წელია ემსახურება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს. მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე კომპანია მუშაობს დანადგარების დიზაინსა და შესაბამის ტექნიკურ გადაწყვეტებზე.

Arkel

საქმიანობა დაიწყო ლიფტის მართვის ბარათების წარმოებით. ამჟამად, აწარმოებს მართვის პანელებს, უსაფრთხოების სისტემებს, VVVF დრაივერს, ლიფტის მართვის ინტეგრირებულ განყოფილებას და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს. სექტორში  წამყვანი ბრენდია ლიფტების საინჟინრო მომსახურების მიმართულებით.

ARKEL-მა პირველმა დაიწყო თურქეთში ლიფტის  ძრავის დიზაინის შექმნა და წარმოება. 2005 წელს თურქეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში,  ლიფტის სტანდარტის EN81-1/2 ამოქმედებით და ARKEL-ის მიერ წარმოებული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციით ბიზნესის წინაშე ახალი ჰორიზონტი გაიხსნა.  კომპანია ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს  ახლო აღმოსავლეთში, აფრიკში, ევროპის ქვეყნებში, აზიასა და ავსტრალიაში.

GG lifters

Qingdao GG Lifters Co., Ltd, ჩინური კომპანიაა. ძირითადი სპეციფიკაა ავტომატური და მექანიკური პარკირების სისტემების წარმოება და ინსტალაცია. ჩინური ბრენდი გვთავაზობს ნებისმიერი ტიპის და ფუნქციონალის პარკირების ლიფტებსა და სისტემებს სტანდარტული და მოდერნიზებული შენობებისთვის; ცალკე მდგომ პარკირების სისტემებს, ფაზლის, მბრუნავი, მიწიქვეშა, მაკრატლის პრინციპის პარკირებებს  და სხვა.

HAS elevator

საქმიანობა რეზინის და პლასტიკის კომპონენტების წარმოებით დაიწყო, დღეს კი ეკონომიკური რანჟირების მიხედვით,  #1 კომპანიაა თურქეთში, ლიფტების და ლიფტის კომპონენტების წარმოების მოცულობით.

აწარმოებს ლიფტის სისტემებს, ცეცხლგამძლე კარებს, კაბინებს და  საკონტროლო პანელებს.

Butkon asansor

კომპანია აწარმოებს ლიფტის მიმმართველებს, კაბინის პანელებს, სასწრაფო გამოძახების სისტემებს და ღილაკებს. Butkon Elevator- ის 170 ინჟინრისა და ექსპერტისგან შემდგარი გუნდი სრულფასოვან მომსახურებას უზრუნველყოფს თავისი ბიზნეს პარტნიორებისთვის.

Genemek elektromekanik

GENEMEK 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებს ლიფტის ინტერფეისის კომპონენტებს: მიმმართველებს, ღილაკებს, მართვის სისტემებს და სხვა. კომპანიის პროდუქცია თავსებადია წამყვანი ბრენდების პროდუქციასთან და მართვის პანელების სპეციფიკასთან.

Nur asansor

თურქეთში ყველაზე დიდი საწარმოა, რომელიც სპეციალიზებულია შშმ პირების ლიფტების და პლატფორმების წარმოების მიმართულებით. კომპანია აწარმოებს სავარძლის ტიპის კიბეების ლიფტებს, ვერტიკალური და ჰორიზონტალური შშმ პირების ლიფტებს, აუზის ფიქსირებულ და პორტატულ ლიფტებს და სხვა.