რასაც არ უნდა აშენებდეთ ჩვენ გვაქვს ნებისმიერი სისტემის და დანიშნულების დანადგარი რომელიც გჭირდებათ!

შენობის პარამეტრების, ფუნქციის, თუ მარკეტინგული გათვლების გათვალიწინებით გთავაზობთ ამა თუ იმ პროდუქტს…

არჩევანს აკეთებთ თქვენ!!!

სამგზავრო ლიფტი

გამოიყენება ნებისმიერი ტიპის შენობაში როგორც გადაადგილების საშუალება:  საცხოვრებელ სახლებში, საოფისე შენობებში, სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, აეროპორტებში, სპეციალური დანიშნულების ობიექტებში და ა.შ.

არსებობს სამგზავრო ლიფტის მრავალი ნაირსახეობა:

  • სამანქანო განყოფილებით
  • სამანქანო განყოფილების გარეშე
  • ჰიდრავლიკური
  • პნევმატური

ყველა სახეობას თავისი უპირატესობა აქვს შენობის პარამეტრებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზუალი და დანადგარის სპეციფიკაცია, რასაც კომპანია ითვალისწინებს შეთავაზების მომზადების დროს.

პანორამული ლიფტი

ლიფტის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სახეობაა. პანორამული ლიფტი – შენობის არქიტექტურულ დიზაინს სრულყოფს. მინის ინტერიერი ტოვებს სივრცის სრულად აღქმის შთაბეჭდილებას.მარკეტოლოგებს კარგად ესმით პანორამული ლიფტების დანიშნულება და ფუნქციონალურად იყენებენ მათ შესაბამის სივრცეებში:  სავაჭრო ცენტრებში, ფინანსურ ინსტიტუტებში, აეროპორტებსა და საოფისე შენობებში.

შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული პანორამული ლიფტი ხელს უწყობს მომხმარებლის დაინტერესებას სხვადასხვა პროდუქტით. პანორამული ლიფტები ითვლება ტურისტების მიზიდვის საუკეთესო საშუალებად სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების, ატრაქციონების მოსანახულებლად.  ის გარემოს ხედების დათვალიერების შესანიშნავი საშუალებაცაა. როგორც კვლევები ადასტურებს, პანორამულ ლიფტით უფრო თამამად მგზავრობენ, რადგან ბევრად მცირდება დახურული სივრცის შიში.

სატვირთო ლიფტი

მონტაჟდება ნებისმიერი ტიპის შენობაში, სადაც ტვირთის გადაზიდვის აუცილებლობა დგას.

სატვირთო ლიფტის შერჩევა ხდება შენობის ფუნქციის და ტვირთის გაბარიტულობის გათვალისწინებით და არსებობს:

  • ჰიდრავლიკური
  • სამანქანოს განყოფილებით
  • სამანქანო განყოფილების გარეშე
  • ხრახნიანი

სპეციფიკიდან გამომდინარე სატვირთო ლიფტით ტვირთის გადაზიდვა ხორციელდება ადამიანის თანხლებით, ან მის გარეშე

შშმ პირების ლიფტი და პლატფორმა

მოსახლეობის მცირედმობილური ჯგუფების თავისუფალი გადაადგილება სპეციალურ მოდიფიცირებულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს.  გარდაუვალი საჭიროებაა შშმ პირების ლიფტები, რომელიც საჯარო სივრცის აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტია. შშმ  პირთა ლიფტი და პლატფორმა მონტაჟდება  მისაღებ სივრცეებში, ან კიბის უჯრედში. შშმ პირთა პლატფორმის შერჩევა ხდება ინტერიერის  დიზაინის, ზომისა და კონსტრუქციის შესაბამისად. მონტაჟდება როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე ფასადზე. მოსახლეობის მცირედმობილური ჯგუფების გადაადგილების უზრუნველყოფისათვის  შესაბამისი მოდელის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, გასათვალისწინებელია ობიექტის ვიზუალი, არქიტექეტქურული გადაწყვეტა და დანადგარის ფუნქციური დატვირთვა.

საქართველოს ლიფტების კომპანია ს დამონტაჟებული აქვს ათობით შშმ პირთა ლიფტი და პლატფორმა   საჯარო სივრცეებში, სპეციალიზებულ, საგანმანათლებლო, კულტურულ დაწესებულებებსა და კერძო სახლებში.

ჰოსპიტალის სპეციალიზებული ლიფტი

საავადმყოფოს ლიფტების შექმნის მიზანია  სპეციფიკურ გარემოში  გამოყენების მოთხოვნების დაკმაყოფილება. კერძოდ –  იყოს მოსახერხებელი და კომფორტული პაციენტების, ვიზიტორებისა და პერსონალის საოპერაციო მოთხოვნებისა და ტრანსპორტირების  საჭიროებების შესასრულებლად.  ლიფტის კაბინის გაბარიტები გადასაყვანი საწოლის  ნებისმიერ  სტანდარტზეა გათვლილი. საავადმყოფოს ლიფტებს განსაკუთრებულად სჭირდებათ მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა. საქართველოს ლიფტების კომპანია უზრუნველყოფს ლიფტის სერვისს ექსპლუატაციის პერიოდში, რაც  კიდევ უფრო კომფორტულს ხდის დანადგარის გამოყენების პროცესს.

კერძო აპარტამენტის ლიფტი

კერძო სახლში, აპარტამენტში თუ ვილაზე, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება სამგზავრო ლიფტები, როგორც შიდა ინტერიერის, ისე ფასადის ფუნქციური ელემენტი. თანამედროვე არქიტექტურა მოითხოვს მრავალგვარ გადაწყვეტებს და ხშირად ლიფტის მონტაჟი ინტერიერში უფრო გამართლებულია, ვიდრე კიბის.  შესაძლოა მათი თანაარსებობაც.  ჩვენი ექსკლუზიური მომწოდებლები დააკმაყოფილებენ მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას სტილის, დიზაინის და მასალის გათვალისწინებით,  რომელიც მორგებული იქნება  შენობის არქიტექტურას და ინტერიერის დიზაინს.

ავტომობილის ლიფტი

გამოიყენება მრავალდონიან პარკინგებზე ავტომობილების გადასაყვანად. ავტომობილის ლიფტები ადაპტირებულია დისტანციურად  მართვის სისტემით. მძღოლი ავტომობილიდან გადმოუსვლელად გადაადგილდება სასურველ სართულზე. განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ასევე მაღალი გამავლობის 5 ტონამდე ავტომობილებისათვის.

სპეციალიზირებული ლიფტი

სპეციალიზირებული დანადგარის ტექნიკური მონაცემები მორგებულია გარდაუვალ საჭიროებებს,  რისთვისაც იწყობა ლიფტის მოდელი ან სისტემა. აღნიშნული ტიპის ლიფტი გამოიყენება სპეც-დანიშნულების ობიექტებში სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით (გვირაბები, შახტები, სპეციალიზებული სატვირთო და ა.შ)

ესკალატორი

ლიფტისგან განსხვავებით ესკალატორი მგზავრების გადაყვანის მაღალი გამტარიანობით (დაახლ. 6000 – 10 000 ადამიანი საათში) გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, იგი ძირითადად სავაჭრო ცენტრებში, საოფისე შენობებში, აეროპორტებში, რკინიგზის სადგურებსა და იმგვარი ტიპის შენობებში გამოიყენება, სადაც ძალიან მაღალი მგზავრთა ნაკადია. ესკალატორი რეკრეაციის და დასვენების ფუნქციასაც ითავსებს განსაკუთრებით სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტის ტერიტორიაზე.

ტრავოლატორი

ტრავოლატორი კომფორტული და ფუნქციური სამგზავრო საშუალებაა ხალხის დიდი ნაკადის გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

ესკალატორისგან განსხვავებით, ტრავოლატორს არ გააჩნია კიბის მსგავსი ზედაპირი. მონტაჟდება ჰორიზონტალურ ზედაპირზე ან დაბალი დახრის კუთხით.  ტრავოლატორს შეუძლია საათში 6 000 -დან 10 000- მდე მგზავრის მომსახურება.

პარკირების სისტემა

თანამედროვე პარკირების სისტემის უმთავრესი დანიშნულებაა შენობის შიდა და გარე სივრცის დაზოგვა, მოქნილი ექსპლუატაცია და  რაციონალური გამოყენება.

პარკირების სისტემა შესაძლოა იყოს სტაციონალური ან მოძრავი. ბიზნესშენობების ექსპლუატაციისას სწორად შერჩეული სისტემა  დიდ სარგებელს მოუტანს  როგორც ინვესტორს, ისე  მომხმარებელს.

არსებობს პარკირების სისტემის მრავალგვარი არჩევანი:

  • ორდონიანი პარკირება
  • ავტოპარკირება ფაზლის პრინციპით
  • მბრუნავი პარკირების სისტემა
  • ვერტიკალური პარკირება
  • არასტანდარტული და ა.შ.

სამშენებლო კალათები

გამოიყენება მშენებლობებზე გარე ფასადის სამუშაოების დროს. გთავაზობთ, როგორც მექანიკურ, ასევე ელექტროძრავიან მოდელებს.