საქართველოს ლიფტების კომპანია 2008 წლიდან ახორციელებს ლიფტების და ამწე-მექანიზმების იმპორტს და მონტაჟს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. დაარსებიდან დღემდე,  შესრულებული გვაქვს ასობით სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის პროექტი. კომპანიის პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს ტექნიკური პერსონალის და მენეჯმენტის  მუდმივი გადამზადება  ბრენდი პარტნიორების ბაზაზე, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხზე.

კომპანიას აქვს რესურსი შეასრულოს ნებისმიერი სირთულის პროექტი.

მომხმარებელს ვთავაზობთ დანადგარების ფართო სპექტრს: ფასების სხვადასხვა კატეგორიებს, ეკონომიურიდან ექსკლუზიური დანადგარების ჩათვლით. მრავალფეროვანი შესაძლებლობები პარტნიორ მომწოდებელ კომპანიებთან ხანგრძლივი და ხარისხიანი თანამშრომლობის შედეგია, რაც ჩვენი მომხმარებლების დადებითი უკუკავშირით განისაზღვრება

0+
ობიექტი
0+
დამონტაჟებული დანადგარი
0+
სპეც.ლიფტი
0+
პანორამული ლიფტი
0+
ამწე პლატფორმა და პარკინგი
0+
შშმ ლიფტი და პლატფორმა

სერთიფიკატები

ISO 9001:2008

სერთიფიცირება არეგულირებს კომპანიის მენეჯმენტს, რაც გულისხმობს მართვის სისტემის გამართულ და ხარისხიან მუშაობას.

EN/13015:/2001+A1:2008

სერთიფიცირება განსაზღვრავს იმ ღონისძიებებს, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია დანადგარების უსაფრთხოდ და ეფექტურად ექსპლუატაციისათვის.

95/16/EC Module H

სერთიფიცირება არეგულირებს დანადგარების მონტაჟის და პროექტირების სტანდარტებთან შესაბამისობას.

AOYAMA Elevator – თან პარტნიორობის სერთიფიკატი

TK Elevator- თან პარტნიორობის სერთიფიკატი

Wittur-თან პარტნიორობის სერტიფიკატი 

პროექტების მართვა

GLC-ის გუნდთან თანამშრომლობა კომფორტულია

  • ობიექტის დათვალიერება და კონსულტაცია (ლიფტის ერთეულის არქიტექტურული დაგეგმარება)

    GLC მომხმარებელს სთავაზობს უფასო საკონსულტაციო სერვისს ლიფტის შახტის პროექტირებისას და მშენებლობის პროცესში.

  • პროექტირება

    ინდივიდუალური პროექტის შექმნა ობიექტის ტექნიკური და ვიზუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე.

  • თანამშრომლობის ხელშეკრულება

    დეტალების შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმება. დამკვეთი დაწვრილებით იღებს ინფორმაციას თანამშრომლობის პირობების, პროექტის დაწყების და დასრულების ვადების შესახებ.

  • სამუშაო პროცესების მართვა

    პროექტზე მუშაობენ გაყიდვების აგენტი და პასუხისმგებელი მენეჯერი. შეკვეთის განთავსებიდან დამკვეთი ინფორმაციას იღებს პროექტის სტატუსის შესახებ სამუშაოების თითოეულ ეტაპზე.

  • პროექტის დასრულება

    სამონტაჟო და საკომუნიკაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ჩვენ ვუზრუნველყოფთ დანადგარის ტექ-ინსპექტირების პროცედურის ორგანიზებას, ობიექტს ვაბარებთ ზედამხედველობას და ვუშვებთ ექსპლუატაციაში.

  • სერვისით უზრუნველყოფა

    საქართველოს ლიფტების კომპანია ვალდებულებას იღებს სერვისით უზრუნველყოს ობიექტები დანადგარის მონტაჟის დასრულების შემდგომ. სერვისს ახორციელებს GLC-ის სამსახური თბილისი ლიფტი

ჩვენი მომხმარებლები